გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე: სახალხო დამცველის თანამდებობაზე სხვადასხვა მანქანებით გამძვრალმა ნინო ლომჯარიამ არც საკუთარი მოვალეობები იცის და არც კონსტიტუცია, რომელიც საკუთარ განცხადებაშიც იბნევა და ერთმანეთის გამომრიცხავ ტექსტებს ამბობს

5-07-2022

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებულ კონსტიტუციური სარჩელს ეხმიანება, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.

 

„ის რომ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე სხვადასხვა მანქანებით გამძვრალმა ნინო ლომჯარიამ არც საკუთარი მოვალეობები იცის და არც კონსტიტუცია, არახალია და მის მიმართ რაიმე შეგონებების წერას არ ვაპირებ (ეს ჩემს და თქვენს ინტელექტს შეურაცხყოფს). ის საკუთარ განცხადებაშიც იბნევა და ერთმანეთის გამომრიცხავ ტექსტებს ამბობს: - 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია და იქვე ამბობს: - ამ დროისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 27 პირის მიმართ დაიწყო. სრული არაადეკვატურობა. ასევე მინდა ვკითხო იურისტებს - მის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ორი პირის დამნაშავედ შერაცხვა არის თუ არა 1. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. 2. თანამდებობის ბოროტად გამოყენება. 3. სასამართლოზე ზეწოლა?“- წერს გია გაბრიჭიძე.