7-06-2018
ლაშა გოგიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭითაწყარში, ცაცხვსა და ცაიშში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ჭითაწყარში, კოსტავას ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტირდება 420 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.
საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი). რეაბილიტირდება 1023 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 437 000 ლარია. აღნიშნული გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა. პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
ლაშა გოგია ცაიშსა და ცაცხვში სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. ცაიშში, ეკლესიის გზასა და კურორტის მონაკვეთზე მონოლითური რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. სანიაღვრე არხი ეწყობა ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, მერაბ კოსტავას ქუჩაზე. სამუშაო ბს შპს" ევრომშენი 999" ასრულებს.
ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.