გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე ოჰაიოს შტატში მომხდარ ინციდენტზე: შედარებას არ ვაკეთებ, თუმცა ჩვენი პოლიციელის მხრიდან ერთი მცირე გადაცდომაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საბაბი ხდება რადიკალური ოპოზიციისთვის

6-07-2022

„ჩვენი პოლიციელის მხრიდან ერთი მცირე გადაცდომაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საბაბი ხდება რადიკალური ოპოზიციისთვის. იწყება ვაჭრობა-გადადგეს მინისტრი, პრემიერი, რიგითი პოლიციელები კი ციხეში უნდა ჩალპნენ“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის ოჰაიოს შტატში მომხდარ ინციდენტს.

 

„ეს თემა ამერიკაში ზოგადად და კონკრეტულად ამ შტატში ძალიან პრობლემატური საკითხია. მასშტაბები სპეცოპერაციის შედეგების ძალიან დიდია. 60 ნასროლი ტყვია და ექსპერტიზაზე ხელბორკილებით მიყვანილი გარდაცვლილი...ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ასეთი ფაქტი...

 

შედარებას არ ვაკეთებ, თუმცა ჩვენი პოლიციელის მხრიდან ერთი მცირე გადაცდომაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საბაბი ხდება რადიკალური ოპოზიციისთვის. იწყება ვაჭრობა-გადადგეს მინისტრი, პრემიერი, რიგითი პოლიციელები კი ციხეში უნდა ჩალპნენ... ისე, აქაურობაზე რომ მწვავედ შეშფოთდებიან ხოლმე ის ადამიანები მშვიდად როგორ არიან ნეტავ ახლა?“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.