6-07-2022
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში აშშ-ის ოჰაიოს შტატში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რის შედეგად შავკანიანი ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელთა მხრიდან 60 ტყვიის სროლა დასახელდა.
მისი თქმით ჩვენთან ჟურნალისტები დაიწყებდნენ მუქარებს საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. პოლიტიკანები და სახალხო დამცველი ტელეეკრანებიდან არ ჩამოვიდოდნენ. დააანონსებდნენ აქციებს და დაწერდნენ რაპორტებს. მინისტრს და პოლიციელებს, ხომ სულ ქარცეცხლში გაატარებდნენ.
„მსგავსი ფაქტები ამერიკისა და ევროპისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ღმერთმა დაგვიფაროს ნებისმიერი ტრაგედიისგან, მაგრამ გავიხსენოთ, თუ რა გამოცდილება გვაქვს ჩვენთან მომხდარი უბედურებების შემდგომ პერიოდებზე: ფეისბუქში გაჩნდებოდა სტატუსები - ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა. ოპო-ჟურნალისტები ყოველ საათობრივ რეჟიმში თავს დაესხმებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეზობლებს, უბრალო მოქალაქეებს სხვადასხვა იდიოტური შეკითხვებით.
CNN-ის ბიურომ ოფიციალური მიმართვის შემდეგ ნებართვა მიიღო გარდაცვალების დასკვნის დეტალური შესწავლისთვის, თუმცა ბიუროს არ მისცეს საშუალება დასკვნის ასლების გაკეთების და მიზეზად დაწესებულებაში არსებული რეგულაციები დასახელდა.
ჩვენთან ჟუუუურრნალისტები დაიწყებდნენ მუქარებს საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. პოლიტიკანები და სახალხო დამცველი ტელეეკრანებიდან არ ჩამოვიდოდნენ. დააანონსებდნენ აქციებს და დაწერდნენ რაპორტებს. მინისტრს და პოლიციელებს, ხომ სულ ქარცეცხლში გაატარებდნენ. გვარამია გაივლიდა მდინარეში და ემა გოგოხია ცათამბჯენიდან ჩამოძვრებოდა. მოკლედ იქნებოდა სრული ვაკხანალია და კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა - რატომ არიან ეს დასავლეთელი ცივილიზებულები ასეთი გამორობოტებულები? რად უნდოდა ერთი ახალგაზრდის დაკავება ინტენსიური ცეცხლის გახსნა (60 ტყვია ამოუღეს სხეულიდან) და რა საჭირო იყო გარდაცვლილის ხელებზე ბორკილების დადება?“- წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.