7-07-2022
„ივანიშვილმა ორ წელიწადზე მეტია რაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან გადიოდა და ეს გააკეთა კიდეც, თუმცა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილი მისი სახელით დღემდეა დაკომპლექსებული და ამ სინდრომისგან ვერ ან არ თავისუფლდება. მისი დასანქცირების მათი "იდეა-ფიქსი" რომც განხორციელდეს, ეს იქნება მათივე საბოლოო პოლიტიკური დაღუპვის საწინდარი, ეს იქნება ქართული საზოგადოებისადმი ისეთი "შემოლაწუნების" ტოლფასი, რომელიც ქუჩაში "დენაციზაციის" მოთხოვნით მილიონ აღშფოთებულ ადამიანს გამოიყვანს. მით უმეტეს, თუ თავის მოთხოვნებს პატრიარქის დაანონსებულ "დეოლიგარქიასაც" მიამატებენ“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელმა მხარდამჭერმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ: "საქართველოს ვერც პოლიტიკურად მოერევით და აქ ვერც ომს გააჩაღებთ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ, "ჩაპაევის" თამაშს თავი დაანებოთ და მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად გაარჩიოთ საჭადრაკო პარტიები“. არაერთგზის გვისაუბრია ჭადრაკის სათამაშო დაფის გამოყენების შესაძლებლობებზე. ვისაც "წკიპურტის" ძალა და ნიჭი აქვს, "ჩაპაევის" თამაშს ამჯობინებს, ვინც აზროვნებით დააჯილდოვა გამჩენმა, ჭადრაკს ეძალება.
რასაც ამჟამად ვაკვირდებით, "მოჭადრაკე" ივანიშვილმა "ჩაპაევი"-ოპოზიცია და მისი პატრონები საჭადრაკო ჩიხის მდგომარეობაში ჩააყენა. ამ კოლექტიური "ჩაპაევის" ყოველი ძალისხმევა ამჟამად მიმართულია ივანიშვილის სანქციების ქვეშ რამენაირად შეყვანაზე. "წკიპურტებით" ამით ემუქრებიან უკრაინაში აშშ-ს ყოფილი ელჩები და უკრაინის ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლები. ფორმულა - "სანამ არ მოხდება ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია, უკრაინა და მსოფლიო ომს ვერ მოიგებენ" - ორკესტრირებულ შიზოფრენიას წააგავს, საერთაშორისო ფსევდოლიბერალური პროექტის აკვიატებული მცდელობის სახით, თუნდაც "გედის სიმღერის", სიკვდილზე მსჯავრდებულის ბოლო სურვილის ნიშნად - მაგრამ დააბრუნონ თავისი ქართული "ლეგიონი" ხელისუფლებაში.
ოლიგარქად დასახელებულია პოლიტიკიდან წამოსული მეცენატი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს 3 მილიარდის ღირებულების ქონება გადასცა და 1 მილიარდად მსოფლიო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრი აუშენა, არ ფლობს არც ერთ ტელევიზიას და არ აფინანსებს არც ერთ პარტიას. დღევანდელი მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ოლიგარქის კრიტერიუმებს არც კი აკმაყოფილებდეს. ივანიშვილმა ორ წელიწადზე მეტია რაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან გადიოდა და ეს გააკეთა კიდეც, თუმცა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილი მისი სახელით დღემდეა დაკომპლექსებული და ამ სინდრომისგან ვერ ან არ თავისუფლდება.
მისი დასანქცირების მათი "იდეა-ფიქსი" რომც განხორციელდეს, ეს იქნება მათივე საბოლოო პოლიტიკური დაღუპვის საწინდარი, ეს იქნება ქართული საზოგადოებისადმი ისეთი "შემოლაწუნების" ტოლფასი, რომელიც ქუჩაში "დენაციზაციის" მოთხოვნით მილიონ აღშფოთებულ ადამიანს გამოიყვანს. მით უმეტეს, თუ თავის მოთხოვნებს პატრიარქის დაანონსებულ "დეოლიგარქიასაც" მიამატებენ. ნაცმოძრაობამ დააბიჯა საკუთარი ხელითვე დაგებულ ნაღმს, როდესაც დაუპირისპირდა ქართველობის იდენტობის გამომხატველ ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს: ეკლესიას და ტრადიციონალიზმის მიმდევარ საზოგადოებას. ამ პროცესში ნაცებს არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეეშალოს. მათი თვით აფეთქება იქნება ლეტალური, ფატალური და საბოლოო. უმოკლეს დროში ივანიშვილმა შეძლო საზოგადოების მობილიზება, ქართველ მოძულე, უსამშობლო რეჟიმის დიქტატურის დამარცხება და ისეთი თამაშის წესების დატოვება, რომლის მთავარი ღერძი სამშობლო და ქართველი კაცის ღირსებაა. ვერც ივანიშვილის ფიზიკურ განადგურებაზე ოცნება იქნება მარტივად განხორციელებული და ამის ჩადენის შემთხვევაში, საზოგადოება დამკვეთს იოლად მიაგნებს. ივანიშვილის სახელს უკავშირებენ დღეს საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებას და ზუსტად ამისთვის ცდილობენ მასზე შური იძიონ. ნაციონალური მოძრაობის დღევანდელმა მხარდამჭერმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ: საქართველოს ვერც პოლიტიკურად მოერევით და აქ ვერც ომს გააჩაღებთ. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სტრატეგია შეცვალოთ, სახე შეინარჩუნოთ, "ჩაპაევის" თამაშს თავი დაანებოთ და მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად გაარჩიოთ საჭადრაკო პარტიები“- წერს დავით ქართველიშვილი.