7-07-2022
,,რადიკალების მრავალ რევოლუციურ მცდელობას, შედეგი არ მოჰყვა. იციან რომ ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, რაღაცის გაკეთებაა საჭირო: ეს შეიძლება იყოს სანქციები, ხოლო სანქციების სანაცვლოდ კი საქართველოს ჩართვას ომში ჩართვას ითხოვენ, თუმცა ყველა ჭკუათმყოფელი ხვდება, რომ სამშობლოს მშვიდობის სანაცვლოდ ივანიშვილს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს საქართველოს ომში ჩათრევას, უფრო მეტიც ამით, მის სახელს უფრო აძლიერებენ და საზოგადოებაში მეტ მხარდაჭერას აძლევენ,’’ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს: "ადრეც მითქვამს და სამწუხაროდ გამეორებაც მიხდება, რომ ერთადერთი მოკავშირე, ვინც რადიკალებს დარჩათ, მათ უცხოელი პარტნიორები და ლობისტებია, რომლებსაც ბოლომდე არა აქვთ გათვითცნობიერებული საქართველოს და ქართველების თავისებურებები და ეროვნული ფასეულობები. არ ჩერდება და ვერ ისვენებს არც რადიკალური ოპოზიცია, არც მათი შეიძლება ითქვას გაპოლიტიკურებული არასამთავროები და მათ რევოლუციური-პროპაგანდისტული ტელევიზიები: ძირითადი სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააგდო ისინი სავალალო მდგომარეობაში როდესაც საზოგადოების მობილიზებით ხელისუფლება, არჩევნების გზით ჩამოართვა.
სხვათა შორის ეს ზვიად გამსახურდიას შემდეგ ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, და არა რევოლუციით, გადატრიალებითა თუ დამხობით. მეორე დიდი გაოცება, კი ივანიშვილმა მაშინ მოახერხა, როდესაც 2020 წლის დასაწყისში საერთოდ გავიდა პოლიტიკიდან და პარტიული მართვის ბერკეტები მის ახალგაზრდა, ენერგიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და სამშობლოზე შეყვარებულ გუნდს გადაბარა. ოპონენტებს ნამდვილად არ მოეწონათ, რამეთუ თვითონ ივანიშვილმა ოსტატურად აიცილა პოლიტიკური სამიზნედ ყოფნა, მეორე მხრივ კი თავის საყვარელ საქმიანობას ქველმოქმედებასა და მეცენატობას დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ მთელი თავის ფული და სახსრები ამ მიზნით მიმართა, ხოლო თავისი და ოჯახის მოხმარებისათვის მხოლოდ 200 მილიონით დაკმაყოფილდა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სწორედ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ის არანაირად არ აკმაყოფილებს ე.წ. ოლიგარქის კრიტერიუმებსა თუ სტანდარტებს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ სავარაუდოდ ეს წარმოადგენს მათთვის მთავარ საფრთხეს და "გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებს.
მით უფრო სწორედ მათ მხარეზეა ოლიგარქებიც და ოლიგარქიული მოძრაობებიც, სწორედ მათი ბიზნესმენები არიან ჩარეული პოლიტიკაშიც და მედიის მართვა-დაფინანსებაშიც, მათ შორის ზოგი მათგან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეა და ზოგიც კი საქართველოს მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდადებული. ჯერ კიდევ პოლიტიკაში გამოჩენამდე და შემდგომში პოლიტიკიდან წასვლამდე, ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა და ინახავდა ქართული კულტურის თუ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მისი მთავარი ობიექტი კი ეკლესია-მონასტრებისა თუ ისტორიული ძეგლების აღდგენა გახლდათ. ეს კი რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიასთან, ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორ „ჩარეცხეს“ თავიანთ მმართველობის პერიოდში ინტელიგენციის დიდი ნაწილი, ხოლო ისტორიის, ტრადიციების, ეროვნული თვითმყოფადობის ნებისმიერი ნიშან-თვისება მათთვის უპირველესად გასანადგურებელი სამიზნე გახლდათ და დღესაც გახლავთ.
ებრძვიან რა, ეკლესიას ერთი, რომ უღმერთოები არიან, და მეორე მაქსიმალურად უნდათ ყველა იმ კვალის წაშლა, რაც ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ კუთხით განახორციელა. რადიკალების მრავალ რევოლუციურ მცდელობას, შედეგი არ მოჰყვა.
იციან რომ ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, რაღაცის გაკეთებაა საჭირო: ეს შეიძლება იყოს სანქციები, ხოლო სანქციების სანაცვლოდ კი საქართველოს ჩართვას ომში ჩართვას ითხოვენ, თუმცა ყველა ჭკუათმყოფელი ხვდება, რომ სამშობლოს მშვიდობის სანაცვლოდ ივანიშვილს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს საქართველოს ომში ჩათრევას, უფრო მეტიც ამით, მის სახელს უფრო აძლიერებენ და საზოგადოებაში მეტ მხარდაჭერას აძლევენ.
ადრეც მითქვამს და სამწუხაროდ გამეორებაც მიხდება, რომ ერთადერთი მოკავშირე, ვინც რადიკალებს დარჩათ, მათ უცხოელი პარტნიორები და ლობისტებია, რომლებსაც ბოლომდე არა აქვთ გათვითცნობიერებული საქართველოს და ქართველების თავისებურებები და ეროვნული ფასეულობები.
ეს ის ქვეყანა და ხალხია, სადაც და რომელიც თავის ღირსეული შვილებს არც არავის დააჩაგვრინებს, უფრო მეტიც გვერდში დაუდგება, ხოლო ქართველთა ერთიანობა, ზოგს რადიკალების ორგანიზებულ მიტინგზე მყოფ ადამიანთა ნურც რაოდენობაში და ნურც აზროვნებაში შეეშლება. იმდენმა ქვეყანამ თუ იმპერიამ, სცადა ჩვენ დაპყრობა, მაგრამ ვერავინ ვერ მოგვერია, ვერც ახლა მოგვერევით! რაც შეეხება ომს, ვიომებთ იქ სადაც და როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, როდესაც ომი ჩვენ ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს დასჭირდება, ჩვენ ინტერესებში კი მშვიდობაა,რომელსაც ბოლომდე დავიცავთ, ამაში კი ეჭვი არავის შეეპაროს!’’ - წერს ნიკოლეიშვილი.