გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხათუნა ხოფერია: მაინც რა უნდათ ივანიშვილისგან? ერთადერთი რამ - აიძულოს ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც გარდაუვალს გახდის რუსეთის ჯარების საქართველოში შემოსვლას!

7-07-2022

,,უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა. ევროინტეგრაციის სურვილით შენიღბული, რეალურად კი, ამერიკის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ინტერესებისათვის ქართული სახელმწიფოს ზვარაკად შეწირვის გეგმა, რომელიც ქართველი მოღალატეების ხელით უნდა შესრულებულიყო, ჩავარდა!’’ - წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, როდესაც ფუჭდებიან მარიონეტები, სცენაზე გამოდიან "კუკლავოდები"!ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში! ისევ გააქტიურდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე ბანკ Credit Suisse-ის მხრიდან.

 

,,ახლა, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ! საქართველოს ომში ჩაბმა და საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კრიტიკულ ფაზაში შევიდა! უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა.

 

ევროინტეგრაციის სურვილით შენიღბული, რეალურად კი, ამერიკის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ინტერესებისათვის ქართული სახელმწიფოს ზვარაკად შეწირვის გეგმა, რომელიც ქართველი მოღალატეების ხელით უნდა შესრულებულიყო, ჩავარდა! ეს რეალობაა! ეს არის ის, რაც თვალნათელია! როდესაც ფუჭდებიან მარიონეტები, სცენაზე გამოდიან "კუკლავოდები"! დიახ!!!... ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახელმწიფოს განადგურების პროექტში! ისევ გააქტიურდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე ბანკ Credit Suisse-ის მხრიდან. გთხოვთ, წაიკითხოთ თანდართული წერილი, რომელშიც კარგად არის ახსნილი შვეიცარიული ბანკის მხრიდან საფუძველმოკლებული, არაკანონიერი ფაქტები და თავად შვეიცარიის საუკუნოვანი საბანკო ურთიერთობებისა დისკრედიტაციის და თვითგანადგურების მაგალითები.

 

მე დეტალებში არ შევალ... რა საჭიროა, ისედაც ყველამ ვიცით, თუ როგორ ახდენენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას სანქციების დაწესებით. მაინც რა უნდათ ივანიშვილისგან? ერთად-ერთი რამ- აიძულოს ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც გარდაუვალს გახდის რუსეთის ჯარების საქართველოში შემოსვლას! ანუ, ხელისუფლების დამხობა ვერ მოხერხდა! ახლა, საჭიროა არსებული ხელისუფლების ხელით მეორე ფრონტის გახსნა! რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რუსეთს აუტკივარი თავი აატკივოს? უნდა მოითხოვოს დიდძალი იარაღის შემოტანა საქართველოში "მშვიდობის დასაცავად".

 

უნდა მოითხოვს ნატოში გაწევრიანება იმავე პირობებით, როგორითაც აწევრიანებენ ფინეთსა და შვედეთს! უნდა მოაწყოს საომარი მოქმედებების პროვოცირება ოსეთთან ან აფხაზეთთან. უნდა აიძულოს ოსეთის ან აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლება დახმარებისთვის მიმართოს რუსეთს. გავაგრძელო?... რა საჭიროა, ესეც კმარა, როგორც უკრაინის მაგალითმა გვიჩვენა! ...და არ იქნება საქართველოში უკრაინული ომის ვარიანტი... არ იქნება, რადგან თავად საქართველო არ იქნება ერთ კვირაში... ჰო, იქნებიან პარტიზანები, ისიც თუ არ გამოიყენეს "სონცეპიოკი" და "კინჟალი"... არ იქნებიან ჩემი შვილები... ჩემი ლუკა, რომელიც სამხედროვალდებულია... არ იქნებიან მაგარი ბიჭები, ისეთები, აი, ლევან აბაშიძის და საშკა იოსელიანის ნაირები... შინდისის ნამუსიანი ბიჭების ნაირები.... კი, ვიღაცეები იქნებიან.. აი, ისეთები, უკრაინაში ტყვედ რომ ჩაბარდნენ და სიცოცხლე გადაირჩინეს... და ვის რად უნდა ეგეთი სიცოცხლე თუ საქართველო არ იქნება?! P.S. ერთხელ ერთმა მკითხა: - რა, ივანიშვილის სანქციების გულისთვის ქუჩაში გახვალთო?... ახლა თქვენც გეტყვით იმას, რაც ვუპასუხე. -გავალთ, აბა რას ვიზამთ! დედებს არ მოგიკითხავთ რო-თქო!.... და ასეც იქნება! საქართველო უპირველეს ყოვლისა!’’ - წერს ხოფერია.