7-07-2022
ვინმემ მოიტანოს თუნდაც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ბიძინა ივანიშვილის რაიმე სახით ჩართულობა პოლიტიკაში! ძალიანაც უნდათ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს იმას რას იპოვიან? ამიტომაც ამ უმსგავსი შინაური თუ გარეული სუბიექტებისა და იურიდიული პირებისაგან ადვილი მოსალოდნელია ახლო მომავალში მოვისმინოთ მოთხოვნა: დააპატიმრეთ, ეშაფოტზე წაიყვანეთ და ფიზიკურად გაანადგურეთ სამშობლოს ერთგულებას და გამშვენიერებაზე მოფიქრალი და მოქმედი კაციო! ესაა ამათი "დემოკრატიული" აზროვნება! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, აი ეს არის ტიპიური სახე ნეოტროცკიზმ-ნეობოლშევიზმისა! რომელიც ყვავის საქართველოს მოძულე ოპოზიციის ნაწილში!
„სასწაულად სამარცხვინო დღეები უდგას თანადროულ მსოფლიოს! კაცს, რომელსაც სამშობლო ყველაზე მეტად უყვარს გმობენ, ფეხს უდებენ, უმაღლესი რანგის რანაირ პროვოკაციას არ უკეთებენ და რაც ყველაზე მეტად სასაცილოა ისე დაბნელდნენ მსოფლიოში არსებული უბნელესი ძალები, რომ ნახევარუჯრედიან ხამ არახამიას იყენებენ ამ უბინძურეს საქმეში, რომელსაც სახელად ჰქვია საქართველოს-სამშობლოსადმი ქველმოქმედების ვერ განხორციელება და ხელის შეშლა! თავისი ჭკუით გარეული თუ შინაურნი გვატყუებენ ვითომდაც თავისებური "დემოკრატიით" და გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დაედოს იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკიდანაა წასული და მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული!
ამიტომაცაა ვითხოვთ! ვინმემ მოიტანოს თუნდაც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ბიძინა ივანიშვილის რაიმე სახით ჩართულობა პოლიტიკაში! ძალიანაც უნდათ, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს იმას რას იპოვიან? ამიტომაც ამ უმსგავსი შინაური თუ გარეული სუბიექტებისა და იურიდიული პირებისაგან ადვილი მოსალოდნელია ახლო მომავალში მოვისმინოთ მოთხოვნა: დააპატიმრეთ, ეშაფოტზე წაიყვანეთ და ფიზიკურად გაანადგურეთ სამშობლოს ერთგულებას და გამშვენიერებაზე მოფიქრალი და მოქმედი კაციო! ესაა ამათი "დემოკრატიული" აზროვნება! აკი თქვა ამას წინათ ამათმა სულიერმა ლიდერმა: "დემოკრატიის დასაცავად არადემოკრატიულად უნდა ვიმოქმედოთო"! აი ეს არის ტიპიური სახე ნეოტროცკიზმ-ნეობოლშევიზმისა! რომელიც ყვავის საქართველოს მოძულე ოპოზიციის ნაწილში! მეტი არაფერი!
ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს. ამ კაცს პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა. ლოგიკას რომ გავყვეთ, სრულიად გაუგებარია, სხვა რა უნდა უნდოდეთ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილისგან, რისთვის შეიძლება უნდოდეთ პოლიტიკაში მისი შემობრუნება ან მმართველ გუნდზე მისი ზემოქმედება. თუ დღემდე შვეიცარიული ბანკი გადარიცხვების შეჩერებისას ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდა, დღეს მან უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა, რაც თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია იმდენად აბსურდულია, რომ მას ვერც ევროპულმა კომისიამ და ვერც ევროპულმა საბჭომ ვერ გაუწია ვერავითარი ანგარიში. თუმცა, როგორც ვხედავთ, რეზოლუციამ თავისი მისია მაინც შეასრულა და ის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედი არაფორმალური სანქციების ნახევრად გაფორმალურების დოკუმენტურ საფუძვლად იქცა. მე მგონია, ივანიშვილმა უკვე სრულად გაიაზრა ის, რასაც ამდენი ხანია ვამტკიცებ. ყველაფერს ამერიკელები აკოორდინირებენ, რითაც ისინი ორ კურდღელს კლავენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს ომისკენ უბიძგებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას თვითდაზიანებით ანგრევენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მაღალ დონეზეა კოორდინირებული ომში საქართველოს ჩართვისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც რუსეთისთვის მდგომარეობის გართულებას და უკრაინაში სამხედრო უპირატესობის დაკარგვას ისახავს მიზნად.
„სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ განსაზღვრული ამ „დიადი მიზნისთვის“ საქართველო საახალწლოდ დასაკლავად გამზადებული ინდაურივით უნდა გაიწიროს. როდესაც წლების მანძილზე ამ მისიისთვის გამზადებენ, არც ნატოში გიღებენ და არც ნეიტრალიტეტზე საუბრის უფლებას გაძლევენ, ნატოსა და ოდეკაბეს შორის ორპირ ქარში გაყენებენ, რთული გამოსაცნობი არაა, რამდენად არიან გაბრაზებული ივანიშვილზე სცენარის ავტორები, რომელსაც ისინი გეგმის მთავარ ჩამშლელად განიხილავენ. მათ აშკარად ღრმად სწამთ, რომ რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ამხელა ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდნენ და მათ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევდათ. ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას ივანიშვილის პატრიოტიზმთან დაკავშირებით. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს. საქართველოს ყველა პატრიოტი მას ამ საქმეში გვერდში უნდა დაუდგეს. ამხელა ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხოლოდ პატრიოტული ერთიანობით გადავარჩენთ.“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.