შაბათი, მაისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ანრი ოხანაშვილი Credit Suisse-ზე: აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს - როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის

7-07-2022

ამ ინსტიტუციას [Credit Suisse] ძალიან მძიმე რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, იმიტომ, რომ აბსტრაქტულად საუბრობენ, რომ თითქოს მათ გააჩნიათ საფუძველი და რეალურად უსაფუძვლოდ ედავებიან ადამიანს და როგორც ჩანს, ამას იყენებენ გარკვეული წნეხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.


„მეორე ფაქტი ის არის, რომ ეს რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, რომელსაც არავითარი სამართლებრივი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ძვირად დაუჯდება ამ კონკრეტულ ინსტიტუციას, [Credit Suisse] რომელიც უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში მის რეპუტაციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული ვალდებულებების უხეშ დარღვევებზეა საუბარი.