გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს

7-06-2018

„ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოები კორუფციულია“ - ამ განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე აკეთებს და მოითხოვს, რომ ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოების აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ შეისწავლოს. საბჭოს წევრის თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 39 მლნ. ლარი, თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი მაღალჩინოსნების ჯიბეებში მიდის და სამუშაოების ხარისხზე არავინ ზრუნავს. პროექტით გათვალისწინებულია 5 ტონიანი ქვის კლდის ფერდის მოწყობა, ხოლო რეალურად სამშენებლო ნარჩენებით ხდება ნაპირის გამაგრება. დეპუტატის თქმით ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გაფორმებული დოკუმენტები არ საჯაროვდება. პასუხად პროექტის ცვლილებები სახელდება.

"რუსთავი2"