27-11-2017
ფარნავაზ მეფის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და პოლიტრავმა. შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა მიკროავტობუსში მყოფ სამ მგზავრს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 3 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ნოემბერს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"