12-07-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოსაშვები ცერემონიადა, ასევე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული რე/აკრედიტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი შტეფან მალერიუსი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. სწორედ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიები გადაეცათსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის ოცამდე სტუდენტს, რაცსწავლის სრულდაფინანსებასა და ყოველთვიურსოლიდურ სტიპენდიას მოიცავს.
„დღეს სწავლა დაასრულეს ევროპისტიკის მიმართულების სტუდენტებმა. ეს არის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მხარდაჭერილია კონრად ადენაურის ფონდის მიერ. მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო თითოეულ კურსდამთავრებულს. ისინი არიან სწორედ ის ახალგაზრდები, ვინც შექმნის ხვალინდელი ევროპის ისტორიას,“-განაცხადაგიორგი შარვაშიძემ.
„ამ პროგრამისთვის მადლიერი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. მიხარია, რომ ფონდს შესაძლებლობა ჰქონდა დახმარება გაეწია წარმატებული სტუდენტებისათვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს სწავლის დასრულებას,“-განაცხადა შტეფან მალერიუსმა.
ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს სამაგისტრო პროგრამა დაასრულეს უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებმა. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. „ევროპული კვლევების ინსტიტუტში უკვე 6 პროგრამა ფუნქციონირებს - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ორმაგი ხარისხის პროგრამები. პროგრამებზე სწავლობენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ სტუდენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. საერთაშორისო ჯგუფმა ხელი შეუწყო პროგრამის ინტერნაციონალიზაციას, გამოცდილების გაზიარებას და გაზარდა იმ კურსდამთავრებულთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებენ ევროპულ ღირებულებებს,“- აღნიშნა ნინო ლაპიაშვილმა.
სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა - დანიელა ურსემ, ვასილ კაჭარავამ და თამაზ ზუბიაშვილმა. კურსდამთავრებულებს თსუ-ის რექტორმა და კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა სწავლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სიმბოლური სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო და გაჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი თსუ-ის კაპელას შესრულებით. ამასთან, წელს,პროგრამის ყველაზე წარმატებული სტუდენტის სტატუსი უკრაინელმა სტუდენტმა ელიზავეტაკოჩეკოვამ მოიპოვა.„დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან სამწლიანი ონლაინ სწავლის შემდეგ პირველად შევხვდი კოლეგებს. მოგვეცა შესაძლებლობა პირისპირ შევხვედროდით და გაგვეზიარებინა აზრები და შეხედულებები . ასევე, სასიამოვნო იყო უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერა,“-აღნიშნა ელიზავეტა კოჩეკოვამ.
ღონისძიება, ტარდიციულად, ქუდების აყრით დასრულდა.