გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: საქართველოში ომი არ იქნება, მყარად დგას მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე! ნაცმოძრაობას, მის სატელიტებს და უცხოელ პარტნიორებს, მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება

12-07-2022

„პრემიერმა ზუსტად აღნიშნა ივანიშვილის როლი დღევანდელი ქვეყნის განვითარების საქმეში. გარკვეული თამაშის წესების დამკვიდრება და საზოგადოების გამოცდილება. ზუსტად ეს ორი ფაქტორია, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევინებს წარმატებას პოლიტიკურ ოპონენტებს“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

 

„პრემიერის დღევანდელი წერილის შინაარსი თითქმის ყველამ ვიცოდით, მაგრამ საჭირო გახდა ამის გამეორება ზუსტად დღეს, როცა ასეთი ზეწოლაა, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან. პრემიერმა ზუსტად აღნიშნა ივანიშვილის როლი დღევანდელი ქვეყნის განვითარების საქმეში და ეს არის ორი ფაქტორი, გარკვეული თამაშის წესების დამკვიდრება და საზოგადოების გამოცდილება. ზუსტად ეს ორი ფაქტორია, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევინებს წარმატებას პოლიტიკურ ოპონენტებს. საქართველოში ომი არ იქნება! საქართველო მყარად დგას მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე! ის რაც არასდროს ყოფილა, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას," მის სატელიტებს და უცხოელ პარტნიორებს, მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.