გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ცაგარეიშვილი: საქართველო არასდროს მისცემს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩეხეთის საშინაო საქმეებში და ჩეხ ხალხს ურჩიოს, როგორი ბარიერი უნდა იყოს მის პარლამენტში

12-07-2022

საქართველო არასდროს მისცემს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩეხეთის საშინაო საქმეებში და ჩეხ ხალხს ურჩიოს როგორი ბარიერი უნდა იყოს მის პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, არც ჩვენი ელჩი თავის თავს ამის უფლებას არ მისცემს -  ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჩეხეთის ელჩის განცხდების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ მარიონეტები და უნდა შეეჩვიონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ რაღაცაზე ჩვენც გვექნება სუვერენული აზრი.

 

„ბატონმა ჩეხეთის ელჩმა თქვა დღეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი მოსმენით მიიღეს და შეიძლება ერთ კვირაში მივიღოთ ეს ყველაფერიო, ეს ბარიერს ეხება სხვათა შორის, რომელიც მე-13 პუნქტად გაჩნდა იმ 12-ში, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება როგორი კანონმდებლობა ექნება მას საარჩევნო და როგორი ბარიერი ექნება. საქართველო არასდროს მისცემს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩეხეთის საშინაო საქმეებში და ჩეხ ხალხს ურჩიოს როგორი ბარიერი უნდა იყოს მის პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული და არც ჩვენი ელჩი თავის თავს ამის უფლებას არ მისცემს.

 

ეს არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ მარიონეტები, როგორც ვიყავით 2 საუკუნის მანძილზე რუსეთის იმპერიაში. იმ ევროპაში იმიტომ მინდა, რომ თანასწორუფლებიანი მინდა ვიყო და ყურები არ დამაგლიჯოს ვინმემ. ეს ასე არ არის და ამას უნდა შევეგუოთ. უნდა შეეჩვიონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ რაღაცაზე ჩვენც გვექნება ჩვენი კომპეტენტური, სუვერენული აზრი იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოა. ძალიან ბევრი ლამობს, რომ ეს სახელმწიფო არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოა. ჩეხეთის პატივცემულ ელჩს შევახსენებ, რომ ჩეხეთში 5%იანი ბარიერია და მე მგონი კოალიციებისთვის 8 და 11% იანი ბარიერია, 0.76% იანი ბუნებრივი ბარიერი არის ერთადერთ ქვეყანაში - ისიც ჰოლანდიაში, ეს ისე, ყველამ რომ იცოდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, მივხედავთ ჩვენ საქმეს და ის მე-13 პუნქტიც შესრულდება უკვე, ოღონდ ჩვენი, ამ ხელისუფლების კეთილი ნებიდან გამომდინარე, შესრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ კანდიდატობის სტატუსს მივიღებთ, ჩვენ მოვუბრუნდებით და როგორც ჩვენი კეთილის მსურველები გვეუბნებიან, არა ერთ კვირაში, ამას განხილვები სჭირდება, ეს არ არის ნინიას ბაღი, ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს ყველამ უნდა იცოდეს, აქ მუშაობენ ადამიანები, მათ შორის ოპოზიციასთან. ამას სჭირდება დაახლოებით ერთ თვიანი პროცესი, მივიღებთ კანდიდატობას, დავუბრუნდებით ამ პროცესს და იქნება შესაბამისი ბუნებრივი ბარიერი შემდეგი არჩევნებისთვის, დამშვიდდეს ყველა“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.