გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Financial Times: ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღი შესაძლოა შავ ბაზარზე აღმოჩნდეს

12-07-2022

ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი იარაღი შესაძლოა შავ ბაზარზე აღმოჩნდეს, რის გამოც ისინი საბრძოლო ტექნიკის გადაცემაზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times-ი წერს.


როგორც გამოცემასთან საუბარში ორი დასავლელი ოფიციალური პირი ამბობს, ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა კიევთან ერთად განიხილავს კონტროლის სისტემის შექმნას ან გამოყოფილი შეიარაღების დეტალური ჩამონათვალის შედგენას.


„მთელი შეიარაღება მიემართება პოლონეთის სამხრეთში, საზღვართან, შემდეგ კი სატრანსპორტო საშუალებებში ნაწილდება. ესენია სატვირთოები, ავტოფურგონები, ხანდახან კერძო ავტომობილებიც კი. ამის შემდეგ შეიარაღების კვალი ქრება და არავინ იცის, სად მიემართება ის, სად იყენებენ მას უკრაინელები ან რჩება თუ არა საერთოდ ეს შეიარაღება ქვეყანაში“, - აცხადებს FT-სთან საუბარში ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი.


„შეიარაღების ნებისმიერი გადაადგილება - უკრაინაში ან უკრაინიდან, როდესაც ეს საჭიროა შეკეთების ან აღდგენის მიზნით - ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი იური საკი.

მიმდინარე წლის აპრილში „ევროპოლმა“ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები უკრაინიდან იღებენ შეიარაღებას, რაც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.