გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონის მერმა პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს და მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებიდ პროექტის მენეჯერს უმასპინძლა

12-07-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს - რიკარდო მონტანარს და მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტის მენეჯერს - ირაკლი კუციას უმასპინძლა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილი და მერის მრჩეველი - თამარ ხომასურიძე.

 

პროექტ GRETA „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა"-ს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

 

პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

 

პროექტი მოიცავს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და შედეგები განიხილეს.