გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის მერიასა და ქალაქის #3 საჯაროს კოლის ეკოკლუბ „ლორაქსს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

13-07-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ლორაქსს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ეკოკლუბი „ლორაქსი“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის გამარჯვებულია.

„ლორაქსი“ს წევრები აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერიასთან და მათ მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციებში მონაწილეობენ.

 

პირველი ერთობლივი აქცია მიმდინარე წლის 7 აპრილს ქალაქის #4 საბავშვო ბაღში ჩაატარეს, სადაც პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით წიწოვანი და ფოთლოვანი ნერგები დარგეს.

 

მეორე აქციაში ეკოკლუბის წევრებმა ახლახანს, მერიის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის ცენტრალური სკვერის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანია უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქალაქის და ზოგადად მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქმეებში.

 

ეკოკლუბის წევრებმა მეორე აქციაში ახლახანს, მერიის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის ცენტრალური სკვერის გამწვანებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანია უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქალაქის და ზოგადად მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქმეებში.