გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით კომპანია „უოთერ ლენდმა" საწარმო გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული

14-07-2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ნატახტარში კომპანია „უოთერ ლენდის" კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა.


საწარმო მტკნარ და მინერალურ წყლებს, ასევე ლიმონათს აწარმოებს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელა. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის 80 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ადგილობრივი.


საწარმო დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძის თქმით, „უოთერ ლენდმა" სააგენტოს პროგრამების ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.


„უოთერ ლენდის" წარმატებული საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სააგენტოს პროგრამების ეფექტურობას. საწარმოს თითქმის მთელი პროდუქცია ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყანაში და მოხარულები ვართ, ამაში „აწარმო საქართველოში" წვლილიც არის", - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში სულ დაფინანსებულია 610 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 322 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3,673-ია.