გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოზარ სუბარი: ველოდებით მკაფიო განმარტებას კელი დეგნანისგან, ჰქონდა თუ არა მსგავს ზეწოლას ადგილი ლაშა ჩხიკვაძესთან საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და უკავშირდება თუ არა, ამერიკაში წასვლის უფლებაზე უარის თქმა, მის გადაწყვეტილებას

15-07-2022

,,დღეს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მკაფიოდ დაადასტურა ის ეჭვი, რომელიც ჩვენ გამოვთქვით გუშინ. კონკრეტულად, მან თქვა, რომ მასზე ნამდვილად ჰქონდა ზეწოლას ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და მისი ამერიკაში არ წასვლაც, უკავშირდებოდა სწორედ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას" - განაცხადა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთების დროს.

 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია. მისი თმით, არავის აქვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება. ერთადერთი, ვინც შეიძლება გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო.

 

,,უკვე სხვა მოსამართლეებმაც დაიწყეს დადასტურება იმის, რომ მათ ამის შესახებ იცოდნენ და სწორედ, ამიტომ გადაწყვიტეს რომ ისინიც არ წასულიყვნენ ამერიკაში, რადგან ლაშა ჩხიკვაძეს არ მისცეს ამერიკაში წასვლის უფლება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, არავის აქვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება. ერთადერთი, ვინც შეიძლება გადახედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. თუ, ეს ვერ გადაწყდა, ამ შემთხვევაში, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, სხვა ვერავინ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ და დაჟინებით, ველოდებით მკაფიო განმარტებას საელჩოსგან და პირადად ქალბატონი კელი დეგნანისგან - ჰქონდა თუ არა მსგავს ზეწოლას ადგილი, ჰქონდა თუ არა მსგავს „გასაუბრებას“ ადგილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან და უკავშირდება თუ არა, ლაშა ჩხიკვაძისთვის ამერიკაში წასვლის უფლებაზე უარის თქმა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას" - განაცხადა სუბარმა.

 

ასევე, სოზარ სუბარმა განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ ამ ფონზე გაკეთებული ევროპარლამენტარის განცხადება შემაშფოთებელია.

 

,,ამ ფონზე, კიდევ ერთი, ძალიან შემაშფოთებელი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარ მაიკლ გალერისგან, რომელიც პირდაპირ დავალებას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, რომ გადახედოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა შევახსენო მაიკლ გალერისაც და ნებისმიერ სხვა უცხოელ პოლიტიკოსს, ევროპარლამენტარი იქნება თუ სხვა ვინმე, რომ ისინი არავის არ დაუნიშნია არც მეფისნაცვლებად საქართველოში და არც ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც კრემლიდან ინიშნებოდნენ და ყველა გადაწყვეტილებას იღებდნენ. სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და მასში ჩარევის უფლება არავის არა აქვს და კეთილი ინებოს ბატონმა გალერიმ და მოიქცეს ისე და გამოხატოს პატივისცემა ქართული სასამართლოს მიმართ, როგორსაც გამოხატავდა თავისი ქვეყნის სასამართლოს მიმართ.

 

არა მგონია, რომ მან თავის მშობლიურ ქვეყანაში, გერმანიაში, მსგავსი რამ გაბედოს და გერმანიის სასამართლოს უკარნახოს რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ეს არის დაუშვებელი. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ ვინმეს შეუძლია დღეს დისკრედიტაცია გაუკეთოს ქართველ ხალხში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ნდობას ესენი არიან, სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც ამდენის უფლებას აძლევენ თავის თავს. რაც ეს დაუშვებელი. ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის წევრები და ეს გზა გადის ქართველი ხალხის ნდობაზე და ქართველი ხალხის ნდობას სჭირდება დამსახურება,’’ - განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.