გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა

16-07-2022

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინიციატივითა და  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული  საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ მარკებზე გამოსახულია სოხუმის, ფოთისა და ბათუმის შუქრუები.


მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში, სანავსადგურო ქალაქების განვითარებამ, შუქურების აგების აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში იქნა აგებული შუქურები, რომელთაც დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სწორედ, სანავიგაციო და  არქიტექტურული ღირებულებების მქონე შუქურების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოსტამ  გამოსცა შუქურების მარკების სერია.


აღნიშნული საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.


პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა  რევაზ ბაბილუამ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ქალაქ ფოთის მერმა  ბექა ვაჭარაძემ, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ.