გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი, თუშეთში, საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა

16-07-2022

პრემიერ-მინისტრი თუშეთში საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა.
მთავრობის მეთაური სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.


პრემიერმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მესაზღვრეების, პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების საქმიანობა
უმნიშვნელოვანესია.


პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ალადაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.