გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: ქვეყანაში ხორბლის წარმოება და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გვექნება

18-07-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.


„პირველ რიგში საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, USAID -ში. ყველა ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის საჭირო და ის ღონისძიებები, რომელსაც ვახორციელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა აგრარული დარგის განვითარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


„ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში გავზარდოთ მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოება და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მოლოდინი, ჩვენ გვექნება ამ კუთხით მხარდაჭერა.


სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ღრმა კვლევა, შესწავლა ხორბლის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის, რაც მოგვცემს ინფორმაციას, თუ რა საჭიროებები არსებობს კონკრეტულად ამ მიმართულებით და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩვენ, მეორე დღესვე, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, გვქონდა შეხვედრა აშშ-ის სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და არაერთი პროექტი აქვთ განხორციელებული სხვადასხვა ქვეყანაში. მათთან ერთად ვისაუბრეთ ხორბლის წარმოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შევთანხმდით, რომ ამ კუთხით გვექნება შემდგომი თანამშრომლობა. აქტიური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.