გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხულოში, სოფელ ბოძაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

8-06-2018

ხულოში, სოფელ ბოძაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ხულო-ადიგენი-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო უკმაყოფილოები არიან. 

მათი განმარტებით, გზის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა კომპენსაცია ოჯახების ნაწილისთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას მიმართავენ, რომ საყანე მიწებისა და ნარგავების ობიექტური შეფასება და გამოსყიდვა მოხდეს. აქციის მონაწილეებმა ხულო-სოფელ ბოძაურის დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

"თუ ხელისუფლების რეაგირება არ იქნება, ჩვენ აჭარის მთავრობის სახლთან გადავინაცვლებთ და იქ გავმართავთ აქციას",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"ინტერპრესნიუსი"