გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

18-07-2022

ამ ეტაპზე კასპში კიდევ ერთი - გიორგი მაზნიაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე ტექნიკის საშუალებით იჭრება მიწა და მზადდება გზის საფუძველი.

 

ქუჩაზე, რომლის სიგრძე 109 გრძივი მეტრია მოეწყობა ანაკრები რკინაბეტონის კიუვეტები.

 

ქუჩის მოასფალტების სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გლობალჰაუსი“ ახორციელებს.

 

გიორგი მაზნიაშვილის ქუჩის სამუშაოების ღირებულება 58 539 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. მაზნიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი ქუჩით შეძლებენ გადაადგილებას.

 

ქალაქში მალე ვაჟა-ფშაველასა და თამარ მეფის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება.