18-07-2022
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, ბრიუსელში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, რომ მათ სურთ სანქციები, რომელიც დააზიანებს რუსეთს და მათ არ დაუბრუნდებათ ბუმერანგივით. მისი თქმით, მათ უარი თქვეს გაზთან დაკავშირებულ სანქციებზე.
,,დღეს, საუბარია არა სანქციების მორიგი პაკეტის შემუშავებაზე, არამედ ამჟამინდელ პაკეტში არსებული სიცარიელეების შევსებაზე. ავსტრიას ყოველთვის ჰქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომ გვსურს სანქციები, რომელიც დაარტყამს რუსეთს და ჩვენ არ დაგვიბრუნდება ბუმერანგივით. საკვანძო სიტყვაა - გაზი. ჩვენ მკაფიოდ დავდექით სხვა სახელმწიფოებთან ერთად და უარი ვთქვით ამ მიმართულებით სანქციებზე, რადგან ეს უფრო მეტად უარყოფითად ჩვენზე აისახებოდა. უნდა ვიყოთ რეალისტები, თუნდაც ეს ჩვენთვის ემოციურ დონეზე არაკომფორტული იყოს,’’ - განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.