გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები ცნობილია

18-07-2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში გამოვლინდნენ. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

 

 

30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში:

 

 

  • ზარბაზანი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, ქართული ღვინისგან და ნატურალური ინგრედიენტებისგან პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკური საშუალებების წარმოება. „ზარბაზანის“ იდეაა ქართულ ღვინოს შესძინოს დამატებითი დატვირთვა და აწარმოოს ხვანჭკარისა და სხვა ჯიშის ღვინის კოსმეტიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მათ შორის ყურძნის წიპწისგან.

 

  • ღვინის “ჭკვიანი რეზერვუარი” - ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან (ს. ბუგეული) ღვინის წარმოების პროცესის ავტომატიზება. ინოვაციური ღვინის მაცივარ-რეზერვუარების დახმარებით. ჩაწურვიდან ფერმენტაციის დასრულებამდე ადამიანის ჩარევა ამ პროცესში იქნება მინიმალური, რათა არ მოხდეს ღვინოში ბაქტერია დაბინძურებული ხელით შეხებისას ან დაბინძურებული ჩამრევი მოწყობილობის საშუალებით.

 

  • ბგერა - ვებ-პლატფორმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი აბარიდან, რომელიც მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება. მომხმარებლები პლატფორმაზე შეძლებენ გაიარონ დიაგნოსტიკა, მიიღონ მათზე მორგებული პროგრამა და ინოვაციური მეთოდები, რომელიც გულისხმობს სპეციალურად შემუშავებულ ლოგოპედურ თამაშებსა და სახალისო სავარჯიშოებს. ვებ-პლატფორმა მომხმარებლის მიერ გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებს ერთ ბაზად აქცევს, ალგორითმი კი დაადგენს, თუ რა სახის მეტყველების დარღვევა აქვს მომხმარებელს.

 

  • Tishi - ცენტრალიზებული პლატფორმა ქ. ამბროლაურიდან, რომელიც მრავალ დამწყებ ბრენდს მოიცავს და უზრუნველყოფს სამოსის წარმოებასა და დისტრიბუციას რაჭის რეგიონიდან, კონკრეტული ბრენდების დიზაინის მიხედვით. შედეგად, მომხმარებელს საშუალება მიეცემა, შექმნას საკუთარი ბრენდი და შეძლებს ასევე საკუთარი პროდუქტის გაყიდვას და ადგილობრივად დამზადებას რაჭაში არსებულ საწარმოში.

 

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში:

 

  • VaultWine - ღვინის მწარმოებელთა ციფრული კოოპერატივის ფრანჩიზის რეგიონალური პროექტი რაჭის რეგიონში, ონლაინ ღვინის გასაყიდი პლატფორმა ფერმერებისთვის, რომელიც მოიაზრებს, მეღვინეებისთვის VAULT- ის მიკვლევადობის სისტემის დანერგვას, პროდუქტის პასპორტის გენერირებას, ღვინოზე უნიკალური გაუყალბებელი ჰოლოგრამების ეტიკეტებზე დატანასა და ელექტრონული კომერციით VAULT Wines-ის ბრენდის ქვეშ გაყიდვას.

 

 

30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები იმერეთში:

 

  • ყურძნის და მოცვის ღვინო - ახალი სახეობის ღვინის შექმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში -კენკრის ღვინოკერძოდ მოცვი, (წითელი ყურძნისა და მოცვის ბუკეტი) ასევე ნატურალურად რაფინირებული მოცვის ღვინო ყურძნის და მოცვის ერთობლივი ნაწარმი ღვინის სახით;პროექტის იდეაა,  შეიქმნას ახალი პროდუქტი, ახალი ინოვაციური ღვინის მიმართულება. 

 

  • ოტიას ეზოს კრაფტ ლუდი - კრაფტ ლუდის წარმოება ქ. წყალტუბოში ინოვაციური მეთოდით, ღვინის ლექიდან გამოყვანილი ველური საფუარებით ლუდის დადუღების მეშვეობით, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს პროდუქტს და შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. ამასთან, შეიქმნება პირველი ონლაინ კრაფტ ლუდის სკოლა, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას ამ სფეროს დაეუფლოს და დაიწყოს საკუთარი ბიზნესი. 

 

 

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:

 

  • ge -  მცირე ზომის სასტუმროების, hostel-ების, უძრავი ქონების გაქირავებით დაკავებული ადამიანებისა და კომპანიებისთვის ბიუჯეტური სისტემის შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნება Software ხელსაწყოები მენეჯმენტისთვის და Hardware მოწყობილობების დისტანციურად მართვის ინსტრუმენტები - ელექტრონული საკეტების, ვიდეოკამერის, კვამლის დეტექტორის, ელექტროენერგიის, განათებისა და სხვა სისტემები, რომელიც 3-ჯერ ამცირებს მენეჯმენტის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და დისტანციურად მართვის ხარჯებს.

 

  • GeoComm –Community Management-ის სერვის პლატფორმა ქ. ქუთაისიდან, რომლის მიზანია, საქართველოს რეგიონებში, ინგლისურის მცოდნე ახალგაზრდების დასაქმებით, ექსპორტზე გაიტანოს ტექნიკური მხარდაჭერისა & Community Management-ის სერვისები ციფრულ არხებში, ერთის მხრივ, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ძვირი უჯდებათ ადგილობრივი ბაზრიდან კადრების დაქირავება და ასევე, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მარტივად დასაქმების შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიებში.

 

  • FireSand - ქიმიურ ინჟინერიასა და ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროექტი ქ. ქუთაისში, რომლის მიზანია ინოვაციური ცეცხლის დამნთები ტაბლეტის წარმოება ჰაიკერებისთვის, მოგზაურებისთვის, კემპერებისთვის და ბარბექიუს მოყვარული ადამიანებისთვის. პროდუქტი შედგება მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებისაგან, არის უსაფრთხო,როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის, არის წყალგამძლე და არუშლის ხელს დასველება ცეცხლის ანთებაში.

 

  • ClickVet - სტარტაპი ქ. ქუთაისში - ღრუბლოვან (cloud) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მარტივი და ხელმისაწვდომი გზით აუმჯობესებს ქართულ ვეტერინარულ ინდუსტრიას და ეხმარება ვეტერინარებსა და ფერმერებს ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზაციასა და გაციფრულებაში. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს პროცესების გამარტივებითა და ავტომატიზებით ნაკლები რესურსი დახარჯოს ყოველდღიურ ოპერაციებზე, გააუმჯობესონ ვეტერინარული ჯანდაცვისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხი, და, შედეგად, განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

 

  • MiVino -  ინოვაციური კონცეფცია მეღვინეობაში, რომლის მიზანია პირველი ქართული ქილის ღვინის წარმოება ქ. ბაღდათში, მუსიკალური ფესტივალების, ლაშქრობების, აუზების, კემპინგის და სხვა გარე აქტივობების, ასევე ბარების, კლუბების და სხვა დანიშნულებებისთვის, სადაც ტრადიციული შეფუთვები, საჭირო აქსესუარებთან ერთად, მოუხერხებელს ხდის ღვინის მირთმევას.

  

      ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროგრამის მიზანია,რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.