გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იური ნოზაძე პროექტის „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

19-07-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე პროექტის „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.

 

შეხვედრაზე აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დღემდე განხორციელებული ქმედებების შედეგები, ასევე, შუალედური შეფასებები და შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

 

„აღნიშნული პროექტის მიზნები სრულ შესაბამისობაშია გლობალური გარემოსდაცვითი კონვენციის მიზნებთან, როგორიცაა გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია. მნიშვნელოვანია პროექტის გაგრძელებისა და მიზნების საკითხებზე მსჯელობა, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე რეგიონულ კონტექსტში“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

 

პროექტის „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ მიზანია ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონში მიწის მართვის გამჭვირვალობას და ლანდშაფტების მოვლა-აღდგენის გამოწვევების დაძლევას, ინოვაციური და მომხმარებლისთვის ადვილი ინსტრუმენტების დანერგვის გზით ტყის, ასევე, სხვა მწვანე საფარის ზრდისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

 

პროექტი „Global Forest Watch შესაძლებლობების გაფართოება კავკასიის რეგიონში“ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ არის დაფინანსებული. პროექტს ახორციელებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან (WRI), „კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან“ (REC) და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის სამინისტროებთან ერთად.

 

შეხვედრას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მთავრობების, ასევ, გაეროს გარემოსდაცვითიპროგრამის, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.