გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და უზბეკეთის რესპუბლიკისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია

19-07-2022

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულია.


"ნაყოფიერი საუბარი მქონდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების ფართო სპექტრი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.