გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 35,4%-ით გაიზარდა

19-07-2022

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 477.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 558.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (35.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 5 918.6 მლნ. აშშ დოლარს (35.3 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, 3 359.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.


საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (400.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (287.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (256.5 მლნ. აშშ დოლარი).


2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 039.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (705.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (522.5 მლნ. აშშ დოლარი).


საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 294.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (962.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (922.5 მლნ. აშშ დოლარი).


2022 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 533.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 301.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 269.3 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).