გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ექსპორტის მოცულობა 35,6 პროცენტით გაიზარდა

19-07-2022

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 558.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.


ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.3 პროცენტით გაიზარდა და 1 880.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.


საქსტატის ცნობით, წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (376.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (240.2 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (224.1 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 533.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 295.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 165.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.8 პროცენტი).