20-07-2022
,,წავიკითხე ეს წერილი და მომენტალურად გამახსენდა და თვალწინ დამიდგა ამავე სუბიექტის ავტორობითვე 2003 წლის ნოემბრის დასაწყისში ზუსტად ამავე გზით გამოქვეყნებული რიტორიკულად ანალოგიური შინაარსის წერილი,’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი და “იქსნიუსის'' დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თედო ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
როგორც ყარაულაშვილი წერს, მისმა 2003 წლის გამოქვეყნებულმა წერილმა იდეოლოგიური დერეფანი შეუქმნა საქართველოში კანონიერად არჩეული ხელისუფლების ე.წ. რევოლუციის გზით ცვლილებას. ახლა ვის უქმნის დერეფანს და ვის სასარგებლოდ მუშაობს მისი ანტიამერიკული ნარატივი- ეს ჯერ გამოცანად რჩება!
,,წავიკითხე ეს წერილი და მომენტალურად გამახსენდა და თვალწინ დამიდგა ამავე სუბიექტის ავტორობითვე 2003 წლის ნოემბრის დასაწყისში ზუსტად ამავე გზით(საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით) გამოქვეყნებული რიტორიკულად ანალოგიური შინაარსის წერილი !!! ალბათ, განსხვავება ისაა, რომ მაშინ ამ წერილის ავტორი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის-უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა და წერილის ადრესატიც მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ, დღევანდელი წერილის ადრესატი კი -საქართველოს დღევანდელი მთავრობა!
დღეს, როგორც ჩანს, წერილის ავტორი სახლში ზის და უსაქმურობისგანაც კიდევ ერთხელ გახსენებია( ან გაახსენეს!!!) თავისი პირვანდელი დანიშნულება: - რიტორიკულად პრო-ამერიკელმა აკეთოს ყველა "პრო-" საქმე, გარდა ამერიკულისა და საკუთარი სამშობლოსი! მაშინ, 2003 წელს იმ წერილის სანაცვლოდ რევკომის ტრიუმვირატისგან საჩუქრად და კომპენსაციად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი მიიღო, ამჯერად საკითხავია - რა საჩუქარსა და კომპენსაციას შეჰპირდნენ "მომავალ ხელისუფლებაში" მისთვის ამ წერილის დამკვეთნი???
აქვე გამახსენდა ერთი პასაჟიც: ეს სუბიექტი ამ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებულ გირჩს-ვინმე იაგო ხვიჩიას დაუჯდა სატელევიზიო აღსარებაზე და 90-იანი წლების განმავლობაში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი თავის თავზე დაიბრალა, მაშინ როდესაც ბაქო-სუფსის ადრეული ნავთობის და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ჩირაგი-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის პროექტების განხორციელების დეტალებზე საუბრისას ერთხელაც არ უხსენებია საქართველოს პირველი და მეორე ელჩები აზერბაიჯანში (გიორგი ჭანტურია და ზურაბ გუმბერიძე) და ელჩის თანამდებობა შეთავსებული საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პირველი პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის და საბოლოოდ სიცოცხლის ფასად ეს დიდი პროექტები განახორციელა!!!
საბჭოთა კავშირის ყველაზე ანტიამერიკული და ანტიდასავლური აშშ-კანადის შემსწავლელი ინსტიტუტის ასპირანტსა და დოქტორანტს ნამდვილად ვერ დასწამებ ეზოპეს ენის უცოდინარობას - საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის ვითომ სასარგებლოდ და საქმედ აკეთებს ზუსტად საპირისპირო პოლუსზე მდგომი ქვეყნის სარგებელს!!! მისმა 2003 წლის ნოემბრის წერილმა იდეოლოგიური დერეფანი შეუქმნა საქართველოში კანონიერად არჩეული ხელისუფლების ე.წ. რევოლუციის გზით ცვლილებას და თვითონ გვერდზე გადგა დროებით! ახლა ვის უქმნის დერეფანს და ვის სასარგებლოდ მუშაობს მისი ვითომცდა ამერიკის პოლიტიკის სასარგებლოდ ნასროლი სუფთა ანტიამერიკული ნარატივი- ეს ჯერ გამოცანად რჩება! ხოდა, მისი წერილის სათაურისა და პათოსის გავლენით მინდა მივმართო მას: Who are You, Doctor Z-orge ???’’ - წერს მირიან ყარაულაშვილი.