გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია ატმის მოსავლის აღებისა და ჩაბარების პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

20-07-2022

კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნენ.


მინისტრმა ილია რაქვიაშვილის ბაღში ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა; ინდმეწარმე სოსო გიოშვილის  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სამაცივრო მეურნეობაში კი, მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.


„კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ, რამდენიმე ათეული სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ მოსავალი დაბინავდეს სტანდარტების დაცვით და შემდგომ გავიდეს ექსპორტზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 12 მლნ დოლარის ექსპორტი არის განხორციელებული და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თუ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, ფერმერების შემოსავლები, დაახლოებით, 4-5 ჯერ არის გაზრდილი”, - განაცხადა  გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი  40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობაა ჩართული.