გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებაში მოვიდეს სხვადასხვა მეთოდებით და არა არჩევნების გზით და საზოგადოების მხარდაჭერით

21-07-2022

ჩვენ გვინდა პროცესი ჩადგეს კალაპოტში, არ იყოს ისტერიული ლტოლვა ხელისუფლების შეცვლის, ხელისუფლების, რომელიც, ეჭვი მაქვს, სწორედ იმიტომაა მიუღებელი, რომ მისთვის არ არის ყველაფერი მისაღები. მითუმეტეს ის, რაც ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებს ეხება - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებაში მოვიდეს სხვადასხვა მეთოდებით და არა არჩევნების გზით და საზოგადოების მხარდაჭერით.

 

„ჩვენი ეჭვები, რაც დესტრუქციულ გეგმასთან იყო დაკავშირებული, თითქოს თავიდან ქილიკის საგანი გახდა და არცთუ იშვიათად, ჩვენზე იყო თავდასხმები, მაგრამ შემდეგ შედეგებმა განაპირობა ის რომ ჩვენი ეჭვები და დასმული კითხვები სრულიად ლეგიტიმური და საფუძვლიანი იყო. მაგალითად, განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ეს ექვსთვიანი ვადა იყო არა სტატუსის მოპოვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დეკემბრისთვის პიკში ასულიყო ემოცია და შემდეგ ეს დასრულებულიყო ხელისუფლების ცვლილებით, რისი შეძახილებიც საქართველოს საზღვრებს გარედანაც ინტენსიურად ისმის.

 

სწორედ ეს აძლევს დამატებით სუნთქვას ოპოზიციას, რომელსაც პოლიტიკური რეანიმაცია სჭირდება, მაგრამ სასიცოცხლო ნიშნები არ აქვს იმდაგვარი, რომ მას ის რესურსი ქონდეს, რა მიზანიც აქვს“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისივე თქმით, სცენარის ავტორებისთვის იოლად მართვადი ხელისუფლება ამ რთულ ვითარებაში უფრო მისაღებია, ვიდრე ხელისუფლება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

 

„ვნახეთ, რომ თვითონ ევროკავშირმა გადადო ეს ვადა. ეჭვი მაქვს, გადადო სწორედ ამის გამო, რომ შეხედა, სცენარის მონაწილეებმა - დესტრუქციულმა ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო, ის ვერ შეძლებდა შემდეგ ამ ემოციის პიკში აყვანას და ამიტომ მოხდა მისი გადავადება. ჩვენი ეჭვები თანდათან მართლდება და მე არ მინდა, რომ ჩვენი ძირითადი საკითხი, რომელიც არის ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველი და რისკის მატარებელი, ამ თემაში შევიდე. სცენარის ავტორებისთვის იოლად მართვადი ხელისუფლება ამ რთულ ვითარებაში უფრო მისაღებია ალბათ, ვიდრე ხელისუფლება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, იმიტომ, რომ საერთო გლობალურ პოლიტიკაში, მითუმეტეს ამ საომარ ვითარებაში, შესაძლოა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს არ ჰქონდეს იმდენი ფასი, რაც ზოგად რეგიონალურ საკითხებს. ეს მესმის, მაგრამ როცა ვხედავ რისკებს, რომელიც შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სარისკო აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ამაზე გაჩუმება არ შეიძლება“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.