გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი ბელგიელ დეპუტატს: რატომ უნდა გვქონდეს კოალიციური მთავრობა?!

21-07-2022

თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, რომელმაც რეკორდი მოხსნა მთავრობის ვერ არჩევის დროის ხანგრძლივობაზე გასაგებია, რომ მარტივია მზა ნარატივის გაჟღერება მაგრამ ევროპარლამენტართაგან ისეთი მაინც შეარჩიეთ სიტყვა გამოცდილებით რომ დაეჯერებოდეს – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბელგიელი დეპუტატის ასტინა კანკომის განცხადებას.

 

„საქართველო ევროპარლამენტართა დელეგაციას მასპინძლობს, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ჩამოსულ სტუმართაგან ერთ-ერთმა ბელგიელმა ევროპარლამენტარმა ასიტა კანკომ მოირგო შემფასებლის როლი და დაინტერესდა რატომ არ გვაქვს კოალიციური მთავრობა. "ზოგჯერ, როდესაც ადამიანები ერთად მუშაობენ, ამას სასწაულების მოხდენა შეუძლია.


დეოლიგარქიცაზიასთან ერთად, მჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მან. უკაცრავად ქალბატონო ასიტა და რატომ უნდა გვქონდეს კოალიციური მთავრობა?! "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს" ვის, ვის და თქვენ ყველაზე ნაკლებად გაქვთ ამის თქმის უფლება რადგან წარმოადგენთ ქვეყანას ბელგიას, რომლებმაც რეკორდი მოხსნა მთავრობის ვერ არჩევის დროის ხანგრძლივობაზე. 9 თვე კრიზისში ისხედით. გასაგებია, რომ მარტივია მზა ნარატივის გაჟღერება მაგრამ ევროპარლამენტართაგან ისეთი მაინც შეარჩიეთ სიტყვა გამოცდილებით რომ დაეჯერებოდეს... მინაწერი- ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ დღეს მოქმედი ხელისუფლება მაღალი ნდობის პირობებით აირჩია ერთ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. ეს არჩევანი ლეგიტიმურია. თქვენგან კოალიციური მთავრობის მზა რეცეპტის გაზიარებას კი არ აქვს საფუძველი და გთხოვთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს მიხედეთ“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.