გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: სამწუხაროა, რომ თედო ჯაფარიძემ დიპლომატის მუნდირი ხაზარაძე - ჯაფარიძის ფულზე გაცვალა!

21-07-2022

ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის ჩაფლავების შემდეგ, თედო ჯაფარიძე მისი ბიძაშვილის, ბადრი ჯაფარიძის თანაშემწედ დაწინაურდა და როგორც ჩანს, სწორედ ხაზარაძ - ჯაფარიძის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულები აწერინებს მას მისი კვალიფიკაციის დიპლომატისთვის შეუფერებელ წერილებს, რის გამოც გულწრფელად თანავუგრძნობ - წერს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


„გავეცანი თედო ჯაფარიძის არცთუ კორექტულ წერილს... ბატონი თედო არასოდეს ყოფილა გამორჩეული მკვახე გამონათქვამებით, მათ შორის არც სააკაშვილის რეჟიმის შეფასების დროს. შესაბამისად, ასეთი თავგამოდება სულ მცირე ძალიან უცნაურია.


ბატონი თედო 2016 წელს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. თუმცა, მან ქვეყნის სამსახურში ყოფნას მამუკა ხაზარაძის ანაკლიის კონსორციუმში მუშაობა ამჯობინა. ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის ჩაფლავების შემდეგ, თედო ჯაფარიძე მისი ბიძაშვილის, ბადრი ჯაფარიძის თანაშემწედ დაწინაურდა და როგორც ჩანს, სწორედ ხაზარაძე - ჯაფარიძის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულები აწერინებს მას მისი კვალიფიკაციის დიპლომატისთვის შეუფერებელ წერილებს, რის გამოც გულწრფელად თანავუგრძნობ. სამწუხაროა, რომ მან დიპლომატის მუნდირი ხაზარაძე - ჯაფარიძის ფულზე გაცვალა!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.