გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზურა ქადაგიძე: რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა

21-07-2022

,,ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება,’’ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

 

როგორც ქადაგიძე წერს, დადასტურდა ის, რომ იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის.

 

"სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება"-ო ბრძანა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა... ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით საქართველომ უკრაინას, რომ გაუკეთა ამ თვეების განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყანა ვერ მოიძებნება... და დარჩა რა, მეორე ფრონტი?... არა ბატონო მოვალეობის შემსრულებელო?!.... აბა პრაქტიკულ განხორციელებაში რას გულისხმობ?

 

მოკლედ, რასაც ბევრი წერდა და ვარაუდობდა, რომ მცდელობა იყო საქართველოს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის გახსნის დადასტურდა, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს და ზუსტად ამიტომაა საქართველოს გარშემო ატეხილი ეს პოლიტიკური მასკარადი თავისი ელჩებ-დეპუტატებ-კუბილიუს-ფოტიგების მონაწილეობით... გასაგონად დაგიწერთ ბატ-მოვალეობის შემსრულებელო-" ვი ნე ტუდა პაპალი"’ - წერს ქადაგიძე.