21-07-2022
„მისი არათანმიმდევრული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული უწინდელი განცხადებები და დღევანდელი ნათქვამი, მის სინდის-ნამუსზე იყოს. უტიფარი და უნამუსო საჯარო პირები საკმარისზე მეტად გვყავს საქართველოს ოპოზიციურ ფლანგზე“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ.
„ზელენსკის მიერ თბილისიდან ელჩ იჰორ დოლჰოვის დაუსაბუთებლად და სამარცხვინოდ გაწვევის შემდეგ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა კვირა არ გამოტოვა, რომ ჩვენი ქვეყნის უანგარო და მაქსიმალურ დახმარებაზე საჯაროდ არ ელაპარაკა.
როგორც ჩანს, ოფიციალური კიევიდან ახალი, მავნებლური ინსტრუქციების ტირაჟირება დაავალეს და ახალგაზრდა დიპლომატმა, რომელსაც კარიერა წინ აქვს, უარი ვერ თქვა. უსამართლო და გაუგონარი პრეტენზიების ჩამონათვალში, კასიანოვი ამბობს: თურმე, როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, იყო მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება. მეტიც, უკრაინელი დიპლომატი ბედავს და აცხადებს, რომ კიევი იმავე მხარდაჭერას ელოდა თბილისისგან, როგორიც უკრაინამ საქართველოს, რუსეთის აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრის დროს აღმოუჩინა. მოკლე და შერჩევითი მეხსიერების მქონეთ შევახსენებ იმ უახლეს ისტორიას, რაზეც ოფიციალურმა თბილისმა არცერთხელ საჯაროდ სამართლიანად წამოაძახა უკრაინელ ჩინოსნებს.
9 მაისს, უკრაინამ რუს აგრესორებთან ერთად მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება კასიანოვს. მისი არათანმიმდევრული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული უწინდელი განცხადებები და დღევანდელი ნათქვამი, მის სინდის-ნამუსზე იყოს. უტიფარი და უნამუსო საჯარო პირები საკმარისზე მეტად გვყავს საქართველოს ოპოზიციურ ფლანგზე“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.