გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სოფელ დარჩიძეებში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

22-07-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების ნაეკლესიარის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი ტარიელ ებრალიძე).


ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, მდ. ჩირუხისწყლის მარჯვენა მხარეს აღმართულ ერთ-ერთ ქედზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ,,ქილისასერის“, ზოგჯერ კი ,,ქვახიდისერის“ სახელწოდებით მოიხსენიებს.


წინა წლებში სამუშაოების დროს გამოვლინდა მეტად საინტერესო არტეფაქტები, კერძოდ: კერამიკული ნაკეთობანი და ზიარებისათვის განკუთვნილი რკინის კოვზი. ასევე ცხოველთა პროტომები (ლომისა და ხარის). მიმდინარე წელს, სამაროვნის შესწავლის მიზნით სამუშაოები გრძელდება ეკლესიის დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების გასწვრივ და აგრეთვე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. დაგეგმილია მისი შემოგარენის დაზვერვა.