გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

22-07-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიმნისტროს სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის სურსათის, გარემოს და შრომის უსაფრთხოების სააგენტოს (ANSES) ცხოველთა დაავადებების ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტი სამეცნიერო პროექტის „აზერბაიჯანსა და თურქეთში ბრუცელოზის ბიოზედამხედველობა“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მონაწილე მხარეებმა 

ბრუცელოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები და მაღალი მგრძნობელობის სადიაგნოსტიკო საშუალებები განიხილეს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქტიურად ტარდება ბრუცელოზის წინააღმდეგ საკონტროლო ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ოპერაციული პროცედურების სტანდარტიზაცია, რათა, მოხდეს ერთიანი სისტემით მუშაობა და რეგიონში არსებული შედეგების შეჯამება.

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს.