24-07-2022
დასავლეთ საქართველოში, ბოლო კვირების განმავლობაში არსებული უამინდობის მიუხედვად, სურსათის ეროვნული სააგენტო, როცა ფართობებში სპეციალიზებული ტექნიკის შესვლა და მუშაობა შესაძლებელია, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ინტენსიურად ატარებს.
ფართობები თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.ფაროსანასთან ბრძოლისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების (სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა,ბუგრები) საწინააღმდეგოდ.
სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარტებით და დადგენილი სქემით, შეუფერხებლად განახორციელონ აგროღონისძიებები, რათა შეინარჩუნონ გასულ წლებში მიღებული თხილისა და სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალი.
დღეისათვის დასავლეთ საქართველოში მცირემოცულობიანი და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 33 210.50 ჰექტარი ფართობი, მათ შორის:
სამეგრელო ზემო-სვანეთში- 15174.75 ჰექტარი ;
იმერეთში-11334.25 ჰექტარი;
გურიაში- 5520.75 ჰექტარი;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში- 140.25 ჰექტარი;
აჭარაში-1040.5 ჰექტარი;
სულ განთავსებულია 22 ათასამდე სპეციალური სადგური.