გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთის კვირეულის ფარგლებში შოვში ღონისძიება გაიმართა

25-07-2022

მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ღონისძიება რაჭაში-შოვში გაიმართა.


 პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.ფესტივალს შოვმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: მუსიკალური ჯგუფი "გუფი ლენდი", ვოკალური ეთნო გუნდი "ბანი", ვოკალური და ინსტრუმენტალური მუსიკა პერფორმანსი "რეზო და ბავშვები", ანსამბლი "ჰერიო".


ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.


"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ''მთის დღეებს'' შოვში, რომელიც საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. სწორედ მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ, რომ მთას მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყოველწლიურად, ტრადიციულად ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე ''მთის დღეები''-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.