გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

25-07-2022

მიმდინარე წლის  22-24 ივლისს ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის - დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა - თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.


შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქმედმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა და პრიზიორებმა.


ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის" სამმა ახალგაზრდამ პირველი ადგილი მოიპოვა.


ლუკა გუგეშაშვილი (65 კგ);


თორნიკე სამხარაძე (79 კგ);


გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).


ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ ასპარეზობებში.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენებისგან დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები - თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.