გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სასაზღვრო ზონასა და ზოლში გადაადგილების წესებს გაეცნენ

27-07-2022

 სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებთან, ტურისტულად საინტერესო ადგილებში ვიზიტორთა გადაადგილების გამარტივებისა და რეგულირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


"აქტიურ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ძალიან მჭიდროთ ვთანამშრომლობთ სექტორის წარმომადგენლებთან. გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა სხვადასხვა რეგულაცია სასაზღვრო ზონასა და  ზოლში ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია,  ერთობლივად შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე,  თუ როგორ გავხადოთ აღნიშნული პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული ტურისტებისთვის" - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა.


 შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გიდებს, ტურ-ოპერატორებსა და ასოციაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვის აღებასთან დაკავშირებით.


"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სექტორთან. ძირითადად განვიხილეთ დეტალურად საშვის გაცემის პროცედურები. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება იმ ტურისტულ ორგანიზაციებს,  რომლებიც ახდენენ, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მოგზაურების გადაყვანას საზღვრისპირა რეგიონში. თავისთავად, ეს ინფორმაცია, კარგი იქნება ჩვენ თუ მოგვეწოდება ინტენსიურ რეჟიმში, რაც თავისთავად გაამარტივებს ტურისტული კომპანიებისა და საზღვრისპირა რეგიონების წარმომადგენლების  თანამშრომლობას"- განაცხადა ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ.


 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.


სასაზღვრო ზონასა და ზოლში გადაადგილებისთვის , როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და  შეავსოს საშვის მაძიებლის  განაცხადის ფორმა ბმულზე. https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists