გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს ელჩს: ქართული საზოგადოება იმსახურებს კონკრეტულ პასუხებს თქვენგან, რასთან დაკავშირებით დაგჭირდათ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან 3 საათიანი საუბარი

27-07-2022

,,აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ? მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც არ ქვია ქალბატონო ელჩო, სხვა სახელი ქვია დღეიდან” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.

 

როგორც ქადაგიძე ელჩს მიმართავს, ამ ფაქტის უარყოფა ძალიან დიდი ზიანს მოუტანს.

 

,,აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ? მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც არ ქვია ქალბატონო ელჩო, სხვა სახელი ქვია დღეიდან... ქართული საზოგადოება იმსახურებს მკაფიო და კონკრეტულ პასუხებს თქვენგან, რასთან დაკავშირებით დაგჭირდათ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან 3 საათიანი საუბარი და ახლა, როდესაც კითხვები დაისვა ამ შეხვედრაზე უტიფარი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საზოგადოებისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება თქვენი მხრიდან... თქვენგან პასუხად-"წერილს არ გავცნობივარ" და „ვიღაცის ჭორებს ვერ დავადასტურებ“, იმაზე დიდ რეპუტაციულ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე უკვე მიიღეთ.... ახლა ამერიკის რეპუტაციაზე იფიქრეთ” - წერს ქადაგიძე.