გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალქალაქში დეპუტატის მაღაზია გაძარცვეს

27-11-2017

ახალქალაქში, პარლამენტის წევრის, სამველ მანუკიანის ავეჯის მაღაზია გაძარცვეს. 

27 ნოემბერს, ღამით, მძარცველებმა მიასნიკიანისა და ჩარენცის ქუჩის კვეთაზე, ავეჯის მაღაზიის მინის კარი შეამტვრიეს და 12 ათასი ამერიკული დოლარი წაიღეს. მათ ასევე წაიღეს ვიდეოკამერა, რომელიც ქუჩის პერიმეტრს აკონტროლებდა.

შემთხვევის ადგილზე დილიდან ახალქალაქის რაიონული სამმართველოს პოლიციელები მუშაობენ. გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ადგილობრივი გამოცემა ,,ჯეინიუსი"–ს ცნობით, ბოლო პერიოდში ძარცვის შემთხვევები ახალქალაქში გახშირდა, თუმცა გახსნილი საქმეების რიცხვი დაბალია. 


წყარო: "მეცხრე არხი"