გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ავიაკომპანია Getjet საქართველოს მიმართულებით სეზონურ ფრენებს ანახლებს

27-07-2022

ლიეტუვური ავიაკომპანია Getjet-ი ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. 


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Getjet-ის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 25 ივლისს მიანიჭა.