გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ედიშერ გვენეტაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ- ს ელჩთან კელი დეგნანთან 3 საათიანი შეხვედრა, 21 მარტს, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ ჰქონდა

27-07-2022

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება.

 

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის სახით ჰყავს უდიდესი მამულიშვილი! ქვეყნისათვის ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს, მან კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა შინაურს თუ გარეულს, რომ მისთვის უმთავრესია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები! ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მასთან 3 საათიანი შეხვედრა ჰქონდა მიმდინარე წლის 21 მარტს ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ აშშ ელჩ ქნ კ. დეგნანს! რა საკითხები იქნა ამ შეხვედრაზე განხილული????..... ამას ალბათ ისტორიის ანალები შემოინახავს!


როგორც ქვეყნის უდიდესი მეცენატის წერილიდან ირკვევა მისი პირადი პრობლემები შვეიცარიის ბანკთან განპირობებული იყოს და არის სწორედ პოლიტიკური მოვლენების გამო! ამდენად ვისაც ყურნი და თვალნი ასხია გაიგებს და აშკარად დაინახავს, რომ ეს თხემით ტერფამდე ქართველი კაცი ყოველგვარ პირადულს სწირავს საქართველოსა და მისი ხალხის მშვიდობიანი განვითარების საქმეს!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.