გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2022    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა

27-07-2022

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს და დანამატების გარეშე ამუშავებს, სწორედ ამიტომ, მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, უშაქრო წვენებს სთავაზობს.


აღსანიშნავია, კომპანიაში 2, 300, 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტმა 600, 000 ლარი შეადგინა, მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგმა დააფინანსა. ამჟამად საწარმოში ხუთი სახეობის: ვაშლის, საფერავის, რქაწითელი-ვაშლის, ფორთოხლის და მულტიმიქსის წვენი მზადდება. შეფუთვა, ისევე როგორც „მაისის“ კონცეფცია, მთლიანად ეკომეგობრულია - მინისაა. შესაბამისად, პროდუქტის ფასი 3-4 ლარს შეადგენს და აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს. საწყის ეტაპზე „მაისი“ წელიწადში 1, 500, 000 ბოთლის ჩამოსხმას გეგმავს.


დღეის მდგომარეობით „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება შემდეგ ობიექტებზე: გუდვილი, აგროჰაბი, წერტი, ნოსტე, ტერმინალი, შუმბალენდი, ოქტოპუსი და სხვა. კომპანიის მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მაისის ჯანსაღი წვენი საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე. ამასთანავე, ძალიან მალე „მაისი“ უკვე ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.


„ნატურალური წვენების წარმოებაზე ჩემს პარტნიორებთან ერთად რამდენიმე წელია აქტიურად ვფიქრობდით. მიმაჩნია, რომ ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ასევე მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშველოვანი იყო შეგვექმნა მზრუნველი და პასუხისმგებლიანი ბრენდი, რომელიც მხარს დაუჭერდა როგორც ქართველ ფერმერებს, ასევე შესაძლებლობას მისცემდა მომხმარებელს ჰქონოდა წვდომა ხარისხიან და სასარგებლო პროდუტზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „მაისი“. აქვე მინდა გამოვყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ კომპლექსურ ინდუსტრიაში, როგორიც არის წარმოება სწორი პარტნიორების შერჩევა და შემდგომ მათი მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თიბისი ლიზინგისგან, რომელმაც დაინახა ჩვენს პროდუქტსა და გუნდში დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ კომპანიის სტარტაპ ეტაპზე სწორი პარტნიორების შერჩევა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. წინ დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეც გვექნება,” - მარიამ ქოიავა, „მაისის“ თანადამფუძნებელი.