გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

''ორი სართული შავი კვამლით 4 წუთში დაიფარა'' - თვითმხილველის ნაამბობი

27-11-2017

რუსლან შავაძე ფიტნეს ინსტრუქტორია სასტუმრო "ლეოგრანდში", სწორედ მისი დახმარებით მოახერხეს ხანძრის ღამეს, ფიტნეს დარბაზიდან ადამიანების ნაწილმა თავის დაღწევა. 

რუსლან შავაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში ყვება, რომ  სასტუმროს ორი სართული შავი კვამლით 4 წუთში დაიფარა.  

"ფიტნესის დარბაზში ვიყავი და გოგოებს ვავარჯიშებდი, 4 ბიჭი სარბენ ბილიკზე იდგა. შემოვარდა ჩემი მეგობარი ბიჭი, ხანძარიაო ყვიროდა. მომენტალურად, ფიტნესის და სპა სალონის ტერიტორია, საშინელი შავი კვამლით გაივსო, 2 სართული 4 წუთში დაიფარა ". 

ფინტნეს ინსტრუქტორი იხსენებს, რომ კიბეებისკენ გაიქცნენ, გეგმავდნენ ტერასაზე გასვლას, რომელიც ერთ სართულით ზემოთაა, თუმცა ვერ გარისკეს, რადგან კვამლი სწორედ კიბეებიდან მოდიოდა. 

"ყველაზე ცუდი ვარიანტი ლიფტით სარგებლობა იყო, თუმცა ერთადერთი გამოსავალი იმ მოცემულობაში.   კიბეებით რომ გვესარგებლა, ალბათ მეტი დაიღუპებოდა". 

რუსლან შავაძე იხსენებს, რომ ლიფტთან გოგონები დახვდნენ, ისინი გაუშვა და თავიდან გამოიძახა. 

"ლიფტი დავიჭირე და ვყვიროდით თუ ვინმეა დარჩენილი ჩვენთან მოსულიყვნენ. მხოლოდ ორი ბიჭი მოვიდა, ჩანთები მოქონდათ, სხვა არავინ გამოგვხმაურებია. ის 4 ბიჭი, რომლებიც, სავარაუდოდ, ლიფტში იპოვეს გარდაცვლილები, ერთი სართულით ზემოთ ასვლას ცდილობდნენ. იქ ასვლას 15 წამი სჭირდება, არ ვიცი ვერ მოასწრეს ამოსვლა თუ ლიფტის გამოძახებაც ვერ შეძლეს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ, ეს ბიჭები თურქულ აბანოსა და სპაში იყვნენ, იქ ხმა არ ისმის, შეიძლება  ვერ გაიგეს ჩვენი ყვირილი" - იხსენებს რუსლანი.  


წყარო: "აჭარის ტელევიზია"