გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ბუნებრივია პროცესი იქნება საჯარო და გამჭვირვალე; აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალი აღარ უნდა დარჩეს რადიკალურ ოპოზიციას

4-08-2022

,,რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ბუნებრივია პროცესი იქნება საჯარო და გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, წესით სხვა გამოსავალი აღარ უნდა დარჩეს რადიკალურ ოპოზიციას,’’- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მას ნაკლებად აქვს იმედი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველის არჩევის დროს, კონსენსუს მოძებნის, რადგან მათი მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმება.


,,მე ნაკლები იმედი მაქვს, რომ ისინი საერთო კონსენსუსს მოძებნიან. მაგრამ, პარლამენტში ამავდროულად არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ვფიქრობ ობიექტური იქნება. რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის შეთანხმება, მისი მიზანი ყოველთვის იყო დათანხმება. ეს არის ყველაზე მიუღებელი, ამას ვარწმუნებდით და ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არაფერზე არ სურს შეთანხმება. იმიტომ, რომ შეთანხმება რომ მოხდეს, მაშინ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, მაშინ უნდა მოხდეს ჯანსაღი კრიტიკა, რაც არ აწყობს სამწუხაროდ რადიკალურ ოპოზიციას,’’- განაცხადა მაჭარაშვილმა.